Thursday, September 4, 2014

ტრენინგ–კურსი 'შებრუნებული საკლასო ოთახი'

ტრენინგ– კურსი განკუთვნილია საჯარო სკოლების 2 კლასის დამრიგებლებისათვის, ვინც იყენებს ბუკს საგაკვეთილო პროცესში.
ხანგრძლივობა 5 დღე 4საათიანი შეხვედრა.
ტრენინგზე დავამზადებთ ვიდეოგაკვეთილს და ელექტრონულ წიგნს, შესაბამისი გეგმებით, შებრუნებული საკლასო ოთახის მოდელის  მიხედვით.
ამ რესურსის დამზადება და edmodo–ზე ატვირთვა, ასევე მინუმუმ 4 ტრენინგ–დღეზე დასწრება აუცილებელი პირობაა სერთიფიკატის მისაღებად.

ტრენინგზე შევისწავლით შემდეგ პროგრამებს:
edmodo.com
movie.maker
pizap.com
calameo.com
ასევე გავეცნობით  რესურსის დასამზადებლად საჭირო სხვადასხვა პროგრამას. ( იხილეთ რესურსები და სატრენინგო პროგრამები)

წარმატებებს გისურვებთ!

შ.ს.ო

შებრუნებული საკლასო ოთახის მოდელი სწავლა–სწავლებისადმი  ახლებური მიდგომაა:

 მასწავლებელი მოსწავლეებს სახლში ატანს ახალ მასალას ვიდეოს ან ელექტრონული წიგნის სახით. მოსწავლეები თავიანთი  ბუნებრივი რიტმის შესაბამისად ეცნობიან ამ მასალას.  მომდევნო გაკვეთილზე მასწავლებელი წინასწარ გამზადებული ტესტისა ან სავარჯიშოს სახით ადგენს, ვინ როგორ გაიგო ახალი მასალა და მოსწავლეებს ურიგებს თავიანთი გაგების დონის შესაბამის დიფერენცირებულ დავალებებს, აძლევს მიმართულებას და დამატებით დამხმარე მასალას დავალების შესასრულებლად. მოსწავლეები თანამშრომლობენ ერთმანეთთან( იხილეთ ვიდეო).
მასწავლებელი დროს არ კარგავს ახსნაზე და მთლიანად პრაქტიკულ მუშაობაზეა ორიენტირებული.

Tuesday, September 2, 2014

შებრუნებული საკლასო ოთახის უპირატესობები


მოსწავლეზე ორიენტირებული სწავლება
მასწავლებლის როლი მთლიანად იცვლება
დიფერენცირებული სწავლების რეალური შესაძლებლობა
შინაარსის ღრმად წვდომა
მოსწავლე თავისი ბუნებრივი რიტმით სწავლობს
მოქნილი დრო მოსწავლეებისთვის
მოსწავლე სწავლობს დროის მართვას
მოსწავლე ხდება დამოუკიდებელი მსწავლელი , სწავლობს როგორ ისწავლოს
დროისა და რესურსის ეფექტური გამოყენება  მასწავლებლის მხრიდან
მეტი დრო „სუსტი“ მოსწავლეებისთვის
სპეციალური საჭიროებების მქონე მოსწავლეების ჩართვის მეტი შესაძლებლობა
მასწავლებელი-მოსწავლის ინტერაქცია იზრდება
მასწავლებელს მეტი ინფორმაცია აქვს ინდივიდუალურ მოსწავლეზე
მოსწავლეებს შორის ინტერაქცია იზრდება
თანატოლთა განათლებისთვის (peer couching) ბუნებრივი გარემოა
კლასის მართვა უმჯობესდება
მშობლებლთან ურთიერთობა იცვლება
საკლასო პროცესი გამჭვირვალე ხდება
 „თამაშის“ პრინციპი
ტექნოლოგიების მიზანმიმართული გამოყენება

რას გულისხმობს " შებრუნებული საკლასო ოთახი"?