Thursday, September 4, 2014

შ.ს.ო

შებრუნებული საკლასო ოთახის მოდელი სწავლა–სწავლებისადმი  ახლებური მიდგომაა:

 მასწავლებელი მოსწავლეებს სახლში ატანს ახალ მასალას ვიდეოს ან ელექტრონული წიგნის სახით. მოსწავლეები თავიანთი  ბუნებრივი რიტმის შესაბამისად ეცნობიან ამ მასალას.  მომდევნო გაკვეთილზე მასწავლებელი წინასწარ გამზადებული ტესტისა ან სავარჯიშოს სახით ადგენს, ვინ როგორ გაიგო ახალი მასალა და მოსწავლეებს ურიგებს თავიანთი გაგების დონის შესაბამის დიფერენცირებულ დავალებებს, აძლევს მიმართულებას და დამატებით დამხმარე მასალას დავალების შესასრულებლად. მოსწავლეები თანამშრომლობენ ერთმანეთთან( იხილეთ ვიდეო).
მასწავლებელი დროს არ კარგავს ახსნაზე და მთლიანად პრაქტიკულ მუშაობაზეა ორიენტირებული.

No comments:

Post a Comment